ოქტომბერში პუტინისტურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საქართველოში არჩევნები გააყალბა, – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მიყიდვას ცდილობს“.
„მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს ამერიკის ახლო მეგობრები, ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი იყვნენ, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებებით პასუხობს.
რეჟიმმა შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია, მაშინ როდესაც ირანის რეჟიმმა პრეზიდენტ დონალდ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა.
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაბედულად მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – განაცხადა ჯო უილსონმა.