10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ჯო უილსონი: “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გადააქცია

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის.

“სამწუხაროდ, კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა. “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გადააქცია. მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის,” – წერს უილსონი.

ცნობისთვის, „არალეგალურად დარჩენის მაღალი რისკებიდან“ გამომდინარე 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყანათა სიას დაამატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ამერიკული ვიზებისთვის, მათ შორის ტურისტული ვიზისთვის, 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში აცხადებენ, რომ ილია II-ის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილის ადვოკატი: ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ არაერთი განცხადებით, სასამართლოზე აგრძელებს წნეხს