19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება

“ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას! – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს.

“როგორც მოსალოდნელი იყო, “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს. ამ “ვოუქ” პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება. მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას!” – წერს უილსონი.

banner
წინა სტატიაშივახუშტი მენაბდე: დღეს საქართველოში სამართალი მუშაობს, როგორც შურისძიება ან გაჩუმების მექანიზმი
შემდეგი სტატიაბრალი წარედგინა პირს, რომელმაც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებულის ოჯახისგან, გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ, 11 300 ლარი აიღო