11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ჯო უილსონი: პუტინი ანაკლიის პორტს იყენებს ირანისთვის იარაღის მიწოდების მიზნით ჩინეთი რეგიონში გავლენას აფართოებს

ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონი რუსეთისთვის ირანის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ირანი და რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში“.

„ირანის რეჟიმი რუსეთს ეხმარება, თავი აარიდოს სანქციებს და გააგრძელოს თავისი სამხედრო მანქანის დაფინანსება. ომის დამნაშავე პუტინი საქართველოს ანაკლიის პორტს, რომელსაც „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ აკონტროლებს, იყენებს ირანისთვის იარაღის მიწოდების მიზნით და თანამშრომლობს საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმთან, რომელიც უნდა შეიცვალოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით.

ისინი მხარს უჭერენ ანტიამერიკულ „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომელიც არალეგიტიმურია. „ქართულ ოცნებასა“ და ომის დამნაშავე პუტინს შორის თანამშრომლობა აშკარაა, ისევე როგორც ირანის რეჟიმთან. „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ აკონტროლებს შავი ზღვის ანაკლიის პორტს, რათა მართოს ცენტრალურ აზიასთან იშვიათი ლითონებით ვაჭრობა. შესაბამისად, ამ პროცესს გაცილებით ფართომასშტაბიანი შედეგები აქვს“, – განაცხადა ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გორდულაძე – სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 ადამიანი შეადგინა