ომის დამნაშავე პუტინი საქართველოში იჭრება და არჩევნებს აყალბებს – ამ განცხადებით მიმართა ამერიკელმა კონგრესმენმა და “მეგობარი აქტის” ავტორმა, ჯო უილსონმა ამერიკის თავდაცვის მინისტრს.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის კომიტეტზე პიტ ჰეგსეთს დეტალურად შეახსენა რა დანაშაულებს ჩადის დემოკრატიულ ქვეყნებში კრემლის ლიდერი და ახალ ადმინისტრაციას პუტინის წინააღმდეგ მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდა.
ყოველ ჯერზე როცა პრეზიდნტი ტრამპი ცდილობს კონფლიქტის აღმოფხვრას, ომის დამნაშავე პუტინი ზრდის საჰაერო შეტევებსა და მკვლელობებს უკრაინაში. ომის დამნაშავე პუტინი აშკარად ორიენტირებულია დამარცხებული საბჭოთა კავშირის აღორძინებაზე — მისი ჯარები კვლავ დნესტრისპირეთში, მოლდოვაში იმყოფებიან, ბელარუსში არჩევნებს აყალბებენ, საქართველოს რესპუბლიკაში იჭრებიან და ლეგიტიმური პრეზიდენტის წინააღმდეგ არჩევნებს აყალბებენ”, – განაცხადა ჯო უილსონმა.