ჯო უილსონი – მივესალმები “ევროპული სახალხო პარტიის” ერთხმად მიღებულ რეზოლუციას – ამერიკა თანახმაა!

ამერიკა ეთანხმება “ევროპული სახალხო პარტიის” რეზოლუციას. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

“მივესალმები “ევროპული სახალხო პარტიის” ერთხმად მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებისა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აცხადებს. ამერიკა თანახმაა!” , – წერს უილსონი.

banner
წინა სტატიაშიევროპის სახალხო პარტიამ “გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში” მიიღო
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო