კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 500 დღე შესრულდა და ქართველ ერს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას უსურვებს.
,,დღეს შესრულდა უკვე 500 დღე უწყვეტი პროტესტისა, რომელსაც გაბედული ქართველი ხალხი ატარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანისა და რუსეთის გავლენისა და კორუფციის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში.
გილოცავთ აღდგომას თავისუფალ ქართველებს! საქართველო იქნება თავისუფალი. სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე, – წერს უილსონი.
















