33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

“ჯო უილსონი “დიფ სთეითის” კიდევ ერთი აგენტია”- ირაკლი კობახიძე

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის ყოფილი ელჩი  “საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში“ დაადანაშულა.

“ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. ამ ყველაფერს გარედან აკეთებდნენ. ეს არის ხელოვნურად თავს მოხვეული მოვლენა ჩვენს ქვეყანაში – სიძულვილი, აგრესია. ამ მასშტაბის სიძულვილი და აგრესია არის ხელოვნურად თავს მოხვეული ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რასაც უნდა შევებრძოლოთ.

ასევე, მინდა ბატონ ჯო უილსონს შევახსენო, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია პირდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში, მათ შორის წინა ადმინისტრაციის პირობებშია ამერიკის საელჩო და პირადაც ელჩი იყო ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით. შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ სჭირდება სიძულვილი, სჭირდება პირიქით, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი დავამარცხოთ. სიძულვილი არის განვითარების შემაფერხებელი მოვლენა“,-განაცხადა კობახიძემ.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს და ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება.

banner
წინა სტატიაში„ქვეყნის ორჯერ ჩაბნელების გამო ზარდიაშვილი გაათავისუფლეს“ — ლაშა ფარულავა
შემდეგი სტატიაგიდი: ძველ თბილისში 6 კაცი ტურისტს თავს დაესხა — დაშავებული კლინიკაშია