ჯო უილსონი და სტივ კოენი: ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა და მაღალი რანგის წევრმა, სტივ კოენმა განცხადაბა გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ისინი ქართველ ხალხთან დგანან და მოუწოდებენ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მოსახლეობას ბრძოლაში მხარი დაუჭირონ.

ამასთან, ისინი თვლიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, რომლებმაც ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და მათი ლიდერების არჩევის უფლებები დაარღვია.

“ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, რომლებმაც ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და მათი ლიდერების არჩევის უფლებები დაარღვია”, – ვკითხულობთ ჯო უილსონისა და სტივენ კოენის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიGéorgie : « Le mouvement de protestation au sein des structures gouvernementales gagne de plus en plus en force ». Exclusif GNN
შემდეგი სტატიავედანტ პატელი საქართველოს მთავრობაზე – მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ