„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მავნებლურ ქმედებებს, პარალელურად კი უსამართლოდ აპატიმრებს საკუთარ ხალხს. მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან საქციელის შეცვლას მოითხოვს”,-წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ შეკითხვა დაუსვა.
მას მარკო რუბიომ უპასუხა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს ჩინეთსა და ირანთან კავშირებით, ჩატარებული არჩევნებითა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლაში დახმარებით. მისივე თქმით, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება სურს:
“ამ ეტაპამდე მათ ნაბიჯები გადადგეს ჩვენს დასარწმუნებლად, რომ მათ სურთ აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ჩვენ მათ ხაზგასმით ვუთხარით, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო და რას ვითხოვდით ჩვენ. ჩვენ მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ შეცვლილ ტრაექტორიას იქიდან, სადაც საქართველო დღეს იმყოფება. მათ გვკითხეს, რა მოეთხოვებოდათ, რომ ჰქონოდათ უკეთესი ურთიერთობა აშშ-სთან, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე [ურთიერთობის] დაშენებას შევძლებთ და შეიცვლება ტრაექტორია არამხოლოდ ჩვენთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის მხრივაც”
















