ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს აშშ-დან Standish foundation for Children-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფონდის Standish Foundation for Children წარმომადგენლები – არაშ ბაბაოფი, MD, CTrop (პედიატრი) და ბობიჯო პანსიერი, MPH, CTRS, CCLS (სერთიფიცირებული ჩაილდ ლაიფ სპეციალისტი) სტუმრობდნენ.

სტუმრებს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი თამარ ზარგინავა და ფსიქო-სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, რომლის მიზანია ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვის გაძლიერება და გაფართოება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ფსიქო-სოციალურ სერვისს სათამაშოები, წიგნები და საგანმანათლებლო რესურსები გადასცა.

Standish foundation for Children 2007 წლიდან თანამშრომლობს ხათუნა დოლიძეს PHD, CCLS და მის გუნდთან, რომელიც შედგება სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგებისგან.

banner
წინა სტატიაშიმენტალური ჰიგიენა მავალდებულებს, არ ვისაუბრო იმ სიტყვებით, რაც ემოციურად პირველი მომივა თავში – მიხეილ სარჯველაძე არესტოვიჩის განცხადებაზე
შემდეგი სტატიავერ გეტყვით, რამდენ ხანს გავძლებთ… ეს ყველაფერი მტრის მოძრაობასა და იღბალზეა დამოკიდებული – ვოლინა