ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მას ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდით“ მკურნალობენ.

ჯო ბაიდენი სრულად არის ვაქცინირებული და გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი ბუსტერდოზა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მას ძალიან მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციის პერიოდს თეთრ სახლში გაატარებს, რა დროსაც გააგრძელებს მოვალეობების შესრულებას. ის დაგეგმილ შეხვედრებში ტელეფონით ან ონლაინრეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.

წინა სტატიაშიფუჭია ნებისმიერი მოწოდება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტსა და ომში ჩართვის შესახებ – ეს მათ შორის უნდა გაიგონ ჩვენმა მეგობრებმა სხვადასხვა ქვეყანაში – ცაგარეიშვილი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა