ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი, 425 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის გამოყოფა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი, 425 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის გამოყოფა დააანონსა.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს, ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განიხილა ქვეყნის დახმარების საკითხი.

„დღეს, პრეზიდენტმა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, კრიტიკული მნიშვნელობის საბრძოლო მასალებს და ჯავშანტექნიკას, რათა დაკმაყოფილდეს მათი მყისიერი საჭიროებები“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის წარმომადგენლებს ისანში ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები დახვდნენ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: თუ პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები გაიმარჯვებენ არჩევნებში, მე, ალბათ მათთან ერთად ვიქნები