ჯო ბაიდენმა უხამსად მიმართვის გამო Fox News-ის ჟურნალისტს მოუბოდიშა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის, რომლის მიმართაც ჩართულ მიკროფონში უხამსი სიტყვები წარმოთქვა, დაურეკა და მოუბოდიშა.

„დაახლოებით ერთ საათში მობილურ ტელეფონზე დამირეკა და მითხრა: „არაფერი პირადული, მეგობარო,“- განაცხადა ჟურნალისტმა.

შემთხვევა ორშაბათს, თეთრ სახლში მოხდა, როდესაც პიტერ დუსმა ჯო ბაიდენს ინფლაციასთან დაკავშირები კითხვა დაუსვა.

„ინფლაციაზე კითხვას უპასუხებთ? ფიქრობთ თუ არა, რომ ინფლაცია არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა შუალედური არჩევნების წინ?“ — ჰკითხა ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს. „ეს დიდი აქტივია-მეტი ინფლაცია. სულელი ნაბიჭვარი“, – თქვა ჟურნალისტის საპასუხოდ ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიძალდობის ფაქტი ზუგდიდში (ვიდეო)
შემდეგი სტატიამარტვილში “ქართული ოცნების” გუნდმა საკრებულოს თავმჯდომარის სამი მოაგდილისა და ყველა სხვა პოზიციის დაიკავება შესძლო