ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ 500 ახალი სანქცია გამოაცხადა

ვაცხადებ 500-ზე მეტ ახალ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე მიმდინარე დაპყრობითი ომისა და ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რომელიც იყო კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი აქტივისტი და პუტინის ყველაზე მძვინვარე ოპოზიციის ლიდერი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებულ პირები, ასევე რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და შესყიდვების ქსელები.

„ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხდის აგრესიისთვის რუსეთის საზღვრებს გარეთ და რეპრესიებისთვის რუსეთში“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ახალი სანქციების სამიზნე 100-მდე ორგანიზაციაცაა, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას უწევენ მხარდაჭერას.

„ჩვენ ასევე ვუწესებთ ახალ საექსპორტო შეზღუდვებს 100-მდე ორგანიზაციას, რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერისთვის. ვიღებთ ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შესამცირებლად“, – აღნიშნა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან
შემდეგი სტატიაპუტინმა ძალიან არასწორად გათვალა – ბაიდენი