ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს (ვიდეო)

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. “ამ ერის ძირითადი ღირებულება… მსოფლიოში ჩვენი მდგომარეობა… ჩვენი დემოკრატია… ყველაფერი, რამაც ამერიკა ამერიკა გახადა – საფრთხის ქვეშაა. აი, რატომ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად” – ბაიდენმა “ტვიტერში” დაწერა.

ჯო ბაიდენი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია. ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ორჯერ იყო ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე კი ოთხი ათეული წლის მანძილზე სენატორად მუშაობდა.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი უკვე 18-მა დემოკრატმა გააკეთა. მათგან ჯო ბაიდენი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია.
ეს ბაიდენის მესამე მცდელობა იქნება 1988 და 2008 წლების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისააღდგომოდ თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
შემდეგი სტატიარადამ უკრაინული ენის სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ კანონი მიიღო