ჯო ბაიდენმა Lend-Lease-ის ისტორიულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის მხარდასაჭერად, Lend-Lease-ის ისტორიულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიალი აშშ-ში ამ წუთებში მიმდინარეობს.

“მე ხელს ვაწერ კანონპროექტს უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომ დაიცვან ქვეყანა და მათი დემოკრატია პუტინის ომის წინააღმდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის წევრებსა და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინის მხარდასაჭერად ასეთ დროს.

ყოველდღიურად უკრაინელები თავიანთი სიცოცხლის ფასად იბრძვიან რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ. ბრძოლის საფასური ცოტა არ არის, მაგრამ აგრესიისადმი მიდრეკილების ფასი კიდევ უფრო მეტია, ამიტომაც ვაკეთებთ ჩვენ ამას”,-განაცხადა ჯო ბაიდენმა.

წინა სტატიაშიბლოკირებული „აზოვსტალის“ თავშესაფრები შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ კვლავ დაკავებული იყოს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი: სისასტიკე, რომელშიც მონაწილეობენ რუსები, ყოველგვარ ზღვარს სცდება