ჯო ბაიდენმა დადებითად შეაფასა ისრაელის თავდაცვის ძალების მუშაობა მას შემდეგ, რაც მათ რაფაში „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრისას ბაიდენმა დადებითად შეაფასა ისრაელის თავდაცვის ძალების მუშაობა მას შემდეგ, რაც მათ რაფაში „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არსებობს დარჩენილი მძევლების „გათავისუფლების დაჩქარების“ შესაძლებლობა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენი და ნეთანიაჰუ იმუშავებენ ამ მიზნის მისაღწევად.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის მონაცემებით, ამჟამად ღაზაში რჩება 109 ისრაელელი მძევალი, აქედან 36 სავარაუდოდ, გარდაცვლილია.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – არასდროს გვითქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ვგეგმავთ, ბუდაპეშტის მემორანდუმში აღნიშნული იყო, რომ უკრაინა უარს იტყოდა ბირთვულ იარაღზე
შემდეგი სტატიამარკ რუტე: ნატოს ყველა წევრს აქვს სურვილი და ნება, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად