ჯო ბაიდენმა, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ბელარუსის მთავრობის ცალკეული წევრების და სხვა პირების ქმედებები და პოლიტიკა, ბელარუსის რეჟიმის მავნე მოქმედებები და ხანგრძლივი შეურაცხყოფა, შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ევროკავშირმა სამი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშა
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესი მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს