ჯო ბაიდენი – უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა აბსოლუტური სიგიჟეა

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხის გამოყოფას მიაღწევს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენის თქმით, უკრაინას თანხა ეწურება და რთულ ვითარებაშია.

„უკრაინის დამარცხებაზე პასუხისმგებლობა შეგვიძლია, საკუთარ თავზე ავიღოთ, თუ ვერ შევძლებთ უკრაინისთვის დაფინანსების მიწოდებას“, – აღნიშნა იელენმა.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატები ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების შესწორებული პაკეტის წარდგენას სენატში დღეს გეგმავენ. 111 მილიარდი დოლარის პროექტიდან 15 მილიარდი, უკრაინის დასახმარებლადაა განკუთვნილი.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი
შემდეგი სტატიააშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი – აშშ იქნება პასუხისმგებელი უკრაინის დამარცხებაზე, თუ კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს ვერ დაამტკიცებს