ჯო ბაიდენი: უკრაინა გააჩერებს პუტინს,პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე არ შეცდეთ

დღეს ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ნატო-ს ხასიათი ფუნდამენტურად დემოკრატიულია და ეს ყოველთვის ასე იქნება.

„ამერიკელთა აბსოლუტურ ორპარტიულ უმრავლესობას ესმის, რომ ნატო ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. ამერიკელ ხალხს ესმის, რა მოხდებოდა ნატო რომ არ ყოფილიყო. ისტორიის ეს მომენტი ითხოვს ჩვენს კოლექტიურ ძალას. პუტინს სურს უკრაინის სრული დამორჩილება, უნდა, ბოლო მოეღოს უკრაინის დემოკრატიას, გაანადგუროს უკრაინის კულტურა და რუკიდან წაშალოს უკრაინა. პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. არ შეცდეთ, უკრაინას შეუძლია და უკრაინა გააჩერებს პუტინს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, აშშ და კიდევ ოთხი ქვეყანა – გერმანია, ნიდერლანდები, რუმინეთი და იტალია – უკრაინას „დამატებით ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემებს“ რამდენიმე თვის განმავლობაში მიაწვდიან.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრს “მონა” და „ბიძინას რუსი” ეძახეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაიტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს