ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დღეს იენს სტოლტენბერგს მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიიღებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, ლიდერები უკრაინაში ომთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ასევე, განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ ნატო-ს ტრანსატლანტიკური მოკავშირეები და ისაუბრებენ ნატო-ს მადრიდის სამიტს მოსამზადებელ ღონისძიებებზე.

იენს სტოლტენბერგი ასევე შეხვდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანს. მანამდე სტოლტენბერგი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance- მა საქართველოს ბანკი 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
შემდეგი სტატია„როიტერი“ – ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს