ჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელებას შეეცდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელებას შეეცდება, – შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.

„პრეზიდენტისთვის უკვე დიდი ხანია აშკარაა, რომ New START-ის ხელშეკრულება შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს,” – განაცხადა ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულება როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთს 1 550-ზე მეტი სტრატეგიული ბირთვული ქობინის განთავსებას უკრძალავს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 5 თებერვალს იწურება, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებმა მისი კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის – კაპანაძე
შემდეგი სტატიარომელ ქალაქებში როდიდან განახლდება სკოლებში სწავლა