ჯო ბაიდენი – რომ არა ამერიკისა და მოკავშირეების მხარდაჭერა, რუსეთი ნამდვილ ქაოსს შექმნიდა ევროპაში

თებერვალში პუტინის გეგმები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ უკრაინის დაპყრობით და თუ შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მტკიცედ არ დაუჭერდა მხარს უკრაინელებს მათ წინააღმდეგობაში, რუსეთი ევროპაში ნამდვილ ქაოსს მოიტანდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ მან (პუტინმა) დაიპყრო უკრაინა, ისევე როგორც ბელaრუსი, სადაც ის არსებითად იმყოფება ახლა და გახდებოდა საფრთხე ნატოსთვის, ახლა ყველაფერი ბევრად უარესად იქნებოდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე გააკეთა არჩევანი უკრაინის მხარდასაჭერად – „მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მძიმე ფასი გადაიხადა, კერძოდ, ბენზინის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მთელ მსოფლიოში“, თუმცა, აშშ-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ეს რომ არ გაეკეთებინა, ვითარება გაცილებით უარესი იქნებოდა.

„ვშიშობ, რაც შემდეგ მოხდებოდა, იქნებოდა ის, რომ თქვენ დაინახავდით ქაოსს ევროპაში. თქვენ ნახავდით, რომ ისინი (რუსულ ჯარები) შესაძლოა განაგრძობდნენ წინსვლას“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშისია მოცემულია, რა არის გასაკეთებელი, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას, შეუდგეს აქ მუშაობას – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე: ფინეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მათი სრული მხარდაჭერა გვაქვს