ჯო ბაიდენი პუტინს: შენ წააგე ეს ომი

„ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა, უკრაინას მხარს მანამ დაუჭერს, სანამ საჭირო იქნება,“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ნახეთ, როგორ აისახება უკრაინის ომი რუსეთზე: თითქმის 100 წლის განმავლობაში, პირველად მიუახლოვდა დეფოლტს, დაკარგა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთი ძვირს იხდის. ყველა მოკავშირე მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა.“ – აღნიშნა ბაიდენმა.
მისივე თქმით, უკრაინამ „უკვე დარტყმა მიაყენა რუსეთს და ამ უკანასკნელმა პოზიციები დაკარგა“.
“მთელი მსოფლიო უყურებს იმ ფაქტს, რომ შენ წააგე. თქვენ ვერ აიღეთ კიევი, დონბასი და ამას ვერ შეძლებთ. უკრაინელები გაბედულად ეწინააღმდეგებიან რუსეთის აგრესიას. არ ვიცი, როგორ დასრულდება ყველაფერი ეს, მაგრამ ეს არის რუსეთის დამარცხება “, – დასძინა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა – იუსტიციის სამინისტრო
შემდეგი სტატიასკანდალი: „ოცნებამ“ საკრებულოების წევრებსა და თანამშრომლებს პროდასავლურ ოპოზიციაზე ძალადობის ამსახველი ვიდეოების გავრცელების დავალება მისცა