ჯო ბაიდენი – პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა

პუტინმა ბრძოლის ველზე თავისი გრანდიოზული ამბიციები ვერ განახორციელა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ტვიტერზე“ წერს.

„პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდნენ მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას,“- წერს ბაიდენი.

მისი თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ერთობა უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.

„ჩვენი ერთობა შინ და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს: ის ვერასოდეს შეძლებს უკრაინაზე გაბატონებას და მის ოკუპაციას. ეს არ მოხდება“, – წერს ბაიდენი.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – სააკაშვილს არ გამოუშვებენ, ამის არ მჯერა – ეს ზღაპარია
შემდეგი სტატია13 წლის მოზარდი, რომელსაც მარტვილში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა