ჯო ბაიდენი – პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს

პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რათა იმ საშინელებების კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, „უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს“, თუ დასავლეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-მა სანქციები რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს – „გაზპრომ ნეფტსა“ და „სურგუტნეფტეგაზს“, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს დაუწესა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ შეასრულებს ვლადიმირ პუტინის როლს ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის ფილმში „კრემლის ჯადოქარი“
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელითაა ცნობილი