ჯო ბაიდენი – ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს უკავშირდება

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს უკავშირდება, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ისინი ასე მოიქცნენ, ის თუ რატომ განახორციელა „ჰამასმა“ ისრაელზე შეტევა არის ის, რომ მათ იცოდნენ, მე ვაპირებდი საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების წარმოებას იმიტომ, რომ საუდის არაბეთს სურდა ისრაელის აღიარება და ეს ახლო აღმოსავლეთს რეალურად გააერთიანებდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიქართველი ებრაელი, რომელიც გაუჩინარებული იყო, გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია„სიენენის“ ინფორმაციით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა