ჯო ბაიდენი გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში გაემგზავრა და სამ ქვეყანას, გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მთავარი თემები, სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი და აშშ-ის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის დამტკიცება იქნება.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ვიზიტი “მსოფლიო არენაზე პრეზიდენტის ლიდერობას წარმოაჩენს“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავდაპირველად ლონდონში ჩავა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკსა და მეფე ჩარლზს შეხვდება, შემდეგ კი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.

ბაიდენი ლიეტუვის დედაქალაქში ორ დღეს გაატარებს. ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერებთან შეხვედრებში და ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.

ლიეტუვის შემდეგ ბაიდენი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩავა.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – პოლიტიკური თამაშის ნაწილია, როდესაც სექსუალური უმცირესობებისგან საფრთხობელას აკეთებენ, ვითომ აორგანიზებენ კონსერვატიულ ჯგუფებს და საზოგადოების ყურადღება გადააქვთ
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა