დონალდ ტრამპი პათოლოგიური მატყუარაა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ეიბისი“-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს სხვადასხვა შეფასებით 20-ზე მეტი ტყუილი თქვა.
„ტრამპი დაბადებიდან მატყუარაა. დებატების დროს მან 27-28-ჯერ მოიტყუა. საუბარი იმაზე თუ რა კარგ მდგომარეობაში იყო ეკონომიკა, როგორ შეამცირა ინფლაცია. ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის დროსაც ამერიკელებმა ტრამპის მმართველობის პერიოდთან შედარებით მეტი სამუშაო ადგილი დაკარგეს, ჰუვერი იყო. ტრამპმა გვითხრა, რომ გამოვიყენოთ გამათეთრებელი, რათა კოვიდს ვებრძოლოთ, როდესაც ამერიკაში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნა ბაიდენმა.