ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შვედეთში გამართავენ პირველ სამიტს – გაზეთი Tages-Anzeiger-ი საკუთარ “სანდო წყაროზე” დაყრდნობით ავრცელებს – reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შეხვედრა მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა გაიმართოს. ვაშინგტონს ან მოსკოვს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებიათ.
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სულივანმა და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ჟენევაში ორშაბათს შეხვედრა გამართეს, როგორც შესაძლო სამიტის მოსამზადებელი ნაწილი – რუსულმა “ტასმა” გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიჯანმოს ინფორმაციით პანდემიას მსოფლიოში 115 ათასი ექიმი და მედმუშაკი შეეწირა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ძალიან ფრთხილად ვეკიდები ულტრანაციონალისტური ტექსტების ფრქვევას, მით უფრო, სოციალისტურთან შეზავებულს