ჯო ბაიდენი – ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვრცელდება, რაც აუცრელებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, დროულად მიიღონ ვაქცინის მესამე დოზა და ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგები თავიდან აირიდონ.

“ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში. ვირუსი აქ არის, ის ვრცელდება და იზრდება. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით”, – განაცხადა მან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის შემთხვევები აშშ-ის 36 შტატში დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს რატი ბრეგაძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიასაქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ