33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“ჯივიპი” მოსახლეობას აფრთხილებს: მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის დონე მოიმატებს

„18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.

ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოსული ჭარბი წყალი.

წყალუხვობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.

გთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას“, – აცხადებს „ჯივიპი”.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
შემდეგი სტატიაALDE – “ოცნებამ” დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება