ჯიუტად ვიმეორებ, აშშ-ის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას, ჯეფერსონის სამშობლოა – კობახიძე მოსამართლეებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ჯიუტად იმეორებს”, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა მოსამართლეების კონფერენციიდან მოხსნას. ასე უპასუხა მან კითხვას ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემდეგ შტატებში კიდევ 5 მოსამართლის არ წასვლაზე.

“თქვენ, ტელევიზიასა და პარტიას ვგულისხმობ, განაგრძობთ ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ აშშ-ის საელჩოში ვიღაცები იყვნენ ჩართული რაღაც დანაშაულებრივ ქმედებაში, დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზეწოლისა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში, ამას თქვენ ჯიუტად აგრძელებთ, იმეორებთ ერთი და იგივე გზავნილს, ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მე ჯიუტად ვიმეორებ ერთი და იმავეს, რომ ამერიკის საელჩოში არავინ არ იკადრებდა ამას, იმიტომ რომ ეს არის ჯეფერსონის სამშობლო და მათ ძალიან კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია – კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიამთავარია ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია – ზურაბიშვილი