ჯიშკარიანი-ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიის” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მათი ექსპერტი საწყის ეტაპზე 23 წლის თამარ ბაშალიაშვილის ცხედარს გარეგნულად დაათვალიერებს, შემდეგ კი ლაბორატორიული კვლევებისთვის გარკვეულ ნიმუშებს აიღებს.

“სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს გავუშვებთ და შემდგომში უკვე ადვოკატთან ერთად შევიმუშავებთ სტრატეგიას. ამ ეტაპზე ეს იქნება გარეგნული დათვალიერება და შემდგომში ალბათ იქნება აღებული გარკვეული ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის, რათა დადგინდეს გარდაცვალების უშუალო მიზეზი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან. მან თხოვნით „ემპათიის“ ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშივაზისუბანში შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება  
შემდეგი სტატიაგალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა