ჯიშკარიანი სააკაშვილზე: რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო უსაფრთხო ნავალნისთვის და ის გათავისუფლდა

ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის, შესაბამისად მისი რეკომენდაციაა, რომ ის უნდა გათავისუფლდეს.

ჯიშკარიანის თქმით, ემპათიის საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება და მასში საუბარი იქნება იმ ზიანზე, რომელიც არასათანადო მოპყრობის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას მიადგა.

“ადამიანები, ვინც ჩართული იყო სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ეს ადამიანები ვფიქრობ, გამოძიების დასრულებამდე გადაყენებული უნდა იქნას თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრიც.

დასკვნაში ასახული იქნება ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები და შესაბამისი შედეგები, რაც აისახა ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციებიც, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობისთვის უსაფრთხო არ არის და შესაბამისად, ჩვენი აზრით, ის უნდა იყოს გათავისუფლებული”,-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: მოსამართლემაც თქვა, რომ სწორი არის ის განმარტება, რომელსაც მე ვიძლევი
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ