“ჯიშკარიანი არის ჩემი მეზობელი და არ მაქვს გარანტია, რომ ქუჩაში ვივლი მშვიდად”- თამთა თოდაძე

თამთა თოდაძე შალვა თადუმაძეს მიმართავს. თოდაძე გენერალურ პროკურორს ილია ჯიშკარიანის დაკავებას სთხოვს რადგან როგორც დაზარალებული ამბობს, რომ ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

“მივმართავ გენერალურ პროკურორს, მოახდინოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება და გათვალისწინებულ იყოს თუნდაც ის, რომ ილია ჯიშკარიანი არის თანამდებობის პირი, რეალობაში ისნის რაიონი მის ხელშია, კიდევ ერთი გარემოება, რომ ის არის ჩემი მეზობელი და არ მაქვს გარანტია, რომ ქუჩაში ვივლი მშვიდად,”-ამბობს თამთ თოდაძე “კურიერთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ომბუდსმენის ანგარიშს ნდობას უცხადებს
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა