აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესს რუსეთზე მეორადი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, რადგან პუტინი მოლაპარაკებებში “ფეხს ითრევს”.
“ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ გრეჰემის კანონპროექტი და ის ორივე პალატაში უნდა გავიტანოთ და რუსეთს მეორადი სანქციები დავუწესოთ…
“არსებობს გარკვეული რეალური სარგებელი, რადგან ვლადიმერ პუტინი ფეხს ითრევს, ყველაფერს აკეთებს მეტი დროის მოსაპოვებლად, რათა მათ შეძლონ უკრაინაში მეტი ტერიტორიის დაკავება და რუსეთის პოზიციის უკეთ წინ წამოწევა, ეს [კანონპროექტი] არის ის, რაც მათ შეანელებს,” – განაცხადა შაჰინმა რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრეჰემის კანონპროექტზე.