ჯინ შაჰინი:13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ამით საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი დაიწყო

შაჰინი: რუსეთი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა

13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ამით საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი დაიწყო, – ამის შესახებ აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი Twitter-ზე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.

13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ამით საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი დაიწყო. ამით დაიწყო პუტინის ომი დემოკრატიასთანაც. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის მოულოდნელ თავდასხმას, ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – წერს შაჰინი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
შემდეგი სტატიამავთულხლართები და დაშვებული დროშა ზუგდიდში