15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ჯინ შაჰინი – უნგრელმა ხალხმა გააგზავნა ხმამაღალი შეტყობინება დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი მათი ერთგულების შესახებ

ჯინ შაჰინი: საერთაშორისო საზოგადოება და აშშ ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს

ვულოცავ პიტერ მადიარს უნგრეთში ისტორიულ არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, უნგრელმა ხალხმა გაავრცელა გზავნილი დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნებისადმი მათი ერთგულების შესახებ.

„უნგრელმა ხალხმა გააგზავნა ხმამაღალი შეტყობინება უნგრეთსა და მთელ კონტინენტზე დემოკრატიისა და თავისუფლების შენარჩუნებისადმი მათი ერთგულების შესახებ“, – წერს ამერიკელი სენატორი.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.

ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი ევროპაში უნგრეთის გამარჯვებას მიესალმება
შემდეგი სტატიაფრიდრიხ მერცი – გულითადად გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ძვირფასო პიტერ მადიარო – მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას