ჯინ შაჰინი: საერთაშორისო საზოგადოება და აშშ ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს

ჯინ შაჰინი: საერთაშორისო საზოგადოება და აშშ ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს

მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დღის განმავლობაში შეხვედრებზე წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. სენატორმა აღნიშნა, რომ თვითმართველობის მომავალი არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება და აშშ ყურადღებით დააკვირდება.

“საკითხები, რომელსაც დღეს შეხვედრებზე ხაზი გავუსვით, იყო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საარჩევნო რეფორმა, 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობა, ყველა პარტიის ჩართულობა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის, რომ დემოკრატიები აკმაყოფილებდნენ ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ გარკვეულ მოთხოვნებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ 19 აპრილის შეთანხმებით მოლაპარაკებული რეფორმები ძალიან მნიშვენელოვანია.

რაც შეეხება მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებს, ოქტომბრის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება საერთაშორისო საზოგადოება, ყურადღებით დააკვირდება აშშ. ვფიქრობ, იქნებიან დამკვირვებლები როგორც ევროპიდან ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ნახონ, როგორ ჩატარდება არჩევნები. ამიტომ ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია რეფორმების დღის წესრიგის გაგრძელება.” – თქვა ჯინ შაჰინმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურასთან აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატიაბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიამ პროტასევიჩის დაკითხვის ფრაგმენტები აჩვენა