ჯინ შაჰინი – იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული – “ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა – გაკვირვებული, – ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე წერს.

“ჩემი [წარდგენილი] “ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს”, – წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა “X”-ზე.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი, სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
შემდეგი სტატიაUSAID-ის ხელმძღვანელი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის