ჯინ შაჰინი: აშშ მხარს უჭერს უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში

“რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან”, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს.

„რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვუჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ და ქართვლ ხალხს და გავამხნევოთ პოლიტიკური ლიდერები, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას მათ ქვეყნებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის რეალობად ქცევას“, – განაცხადა შაჰინმა.

შაჰინის კომენტარს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიფლანგვის დეტექტორი: 2014-19 წლებში იუსტიციის საბჭოში 16.5 მილიონი შრომის ანაზღაურება გაიცა
შემდეგი სტატიაგოლეთიანი: ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც