16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

ჯიმ რიშმა უნგრეთისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა დაბლოკა – ვაშინგტონ პოსტი

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა, ჯიმ რიშმა ამერიკული იარაღის უნგრეთისთვის მიყიდვა აკრძალა, რომლის ღირებულებაც 735 მილიონი დოლარია.

გამოცემა წერს, რომ სენატორი რიში ცდილობს, ამ გადაწყვეტილებით ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე, რომელიც ბლოკავს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მე პირდაპირ გამოვხატე ჩემი შეშფოთება უნგრეთის მთავრობის მიმართ მათი უარის გამო, რომ დააჩქარონ კენჭისყრა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იმ ფაქტმა, რომ ახლა ივნისია და ჯერ კიდევ არაფერი გაკეთებულა, გადამაწყვეტინა, რომ ახალი ამერიკული სამხედრო ტექნიკის მიყიდვა უნგრეთისთვის შეჩერდება“, – აღნიშნა ჯიმ რიშმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად, კონკურსი გამოცხადდება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა