ჯიმ რიშის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის დამანგრეველი ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი კვირების განმავლობაში დგამს

ჯიმ რიშის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის დამანგრეველი ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი კვირების განმავლობაში დგამს ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დაგვირგვინდა მაშინ, როდესაც „ირაკლი კობახიძემ დაანონსა ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება და პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსების გაუქმებაზე დაიწყო საუბარი“.

„ბუნებრივია, ეს არის არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური ნაბიჯი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ასეთადვე აღიქვამენ ამ ძალიან მტრულ და არაკონსტრუქციულ რიტორიკას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ისმის“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

ქართულ ოცნებას“ თუ სურს, რომ მრავალპარტიული პარლამენტის პერსექტივა არსებობდეს, ჯერ კიდევ არის ძალიან მცირე, მაგრამ მოლაპარაკებების სივრცე დარჩენილი. ეს სივრცე გამოყენებული უნდა იქნას ბოლომდე, რათა ჩვენ არ მივიღოთ ის ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო მოცემულობა, რასაც ჰქვია ერთპარტიული პარლამენტი. ეს დრო ცოტაა ბუნებრივია, მაგრამ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. მანდატებზე უარის თქმის შემდეგაც მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლებასთან და ამ პოლიტიკური კრიზისიდან ყველანი ერთად გამოვიდეთ“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

 

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით, უნდა ეცადონ, ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური
შემდეგი სტატიავინ გახდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მელია თუ ვარშალომიძე