აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში ძალაუფლების კონსოლიდაცია შეშფოთებას იწვევს, ხოლო მთავრობის რიტორიკა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, მათ შორის ჩინეთსა და ირანთან დაახლოება, ორმხრივი ურთიერთობებისთვის უარყოფით სიგნალებად ფასდება.
„თუ „ქართული ოცნება“ კურსს არ შეცვლის, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობას არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა მან.
რიშმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესი აგრძელებს მუშაობას ორპარტიულ და ორპალატიან „მეგობარი აქტზე“, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობების პოლიტიკას განსაზღვრავს.


















