ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დაკავებულის მიმართ ჯერ სხვა საპროცესო ღონისძიებები არ განხორციელებულა.

“ველოდებით პროკურატურას. უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც დაზარალდა, საქართველოში არ იმყოფებოდა, არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოვიდა და ამოიცნო დაკავებული პირი. მინდა, გითხრათ, რომ პოლიცია ნეიტრალურად, მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს. ჩვენს მოვალეობას ობოექტურად ვასრულებთ”,-აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება გორიში 30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს, ხუციშვილის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს, გამოკითხულია შვიდი პირი, მიმდინარეობს ექსპერტიზები.

“ვფიქრობ, რომ ალბათ უწყებათშორისი კომისიის მომავალ სხდომამდე ჩვენ გვეცოდონება დაახლოებით რა მოხდა და რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს”,-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი აფეთქება თურქეთში – გარდაცვლილია 6 ადამიანი
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. “ბათუმის მაგნოლიის” საქმის განხილვა გაგრძელდება