ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებენ

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულის გის მხეიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. მისივე ინფორმაციისტ სხდომა 11 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი შსს-მ 9 ოქტომბერს დააკავა.

“სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი. მის მიმართ ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
უცნობი პირები შეიჭრენ სოფელ ჯიხაშკარის N 108-ე საარჩევნო უბანზეც, გატეხეს საარჩევნო ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 163-ე მუხლით მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში.

14608174_1707617556229591_1539789446_n

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ახალშობილი დედამ სავარაუდოდ საპირფარეში ჩააგდო
შემდეგი სტატიალინას ლინკევიჩუსი: მივესალმები ქართველი ხალხის და მთავრობის შემართებას, იარონ სტაბილური და ფუნქციონალური დემოკრატიის გზით