ჯიხაშკარის ინციდენტში ბრალდებულ “ოცნების” წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრს და პარტიის ერთ-ერთი კოორდინატორს მანუჩარ გაბეჩავას, რომელიც ჯიხაშკარის ინციდენტშია ბრალდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის არგუმენტები. პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას ან მიიმალოს და ხელახალი დანაშაული ჩაიდინოს. ადვოკატი კი გაბეჩავას გათავისუფლებას ან 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ის, რომ მანუჩარ გაბეჩავა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და პარტიის ერთ-ერთი კოორდინატორია, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ დაპირისპირების დროს ის ჯიხაშკარის 79-ე უბანზე არ იმყოფებოდა.
მანუჩარ გაბეჩავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დაკავებულის ადვოკატი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს – გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაოლეგ მელნიკოვი: მაშინ რომ სასამართლოსთვის დღევანდელი ჩვენების მსგავსი ჩვენება მიმეცა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი