“ჯიდიესი” თავისი “სტაფით” გადმობარგდება ვასოსთან და სარედაქციო პოლიტიკაც ექნებათ “შესაბამისი”

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე ინიშნება, „ახალი საქართველოს“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ფეისბუქის” საშუალებით ეხმაურება და წერს:

“ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ინიშნება . ფაქტია, რომ მაღლაფერიძე იყო მეცხრე არხის დირექტორის მოადგილე, 2030-ში, ანუ “ჯიდიესზე” გენერალური პროდიუსერი. აბა გამოიცანით , რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ? ხმას თუ არ ამოვიღებთ “ჯიდიესი” თავისი “სტაფით” გადმობარგდება ვასოსთან და სარედაქციო პოლიტიკაც ექნებათ “შესაბამისი” . უბრალოდ ამას ბიძინა აღარ დააფინანსებს ჩვენ გადავუხდით ფულს” წერს ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშისამსახურის დაკარგვა რთულია, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს სჭირდება ოპტიმიზაცია- სესიაშვილი
შემდეგი სტატიამომავალ კვირაში ტარიფის 1,8-2 თეთრით გაზრდა გარდაუვალია